კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი არის პირადად დამკვეთი და პირადად ის ადამიანი, ვისაც შეიძლება ხელში არ ეჭირა ის კვერცხი, მაგრამ ის არის იმ კვერცხის მსროლელი - გიორგი ბაჩიაშვილი
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმა ივანიშვილის დავალებით მოხდა. გიორგი ბაჩიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მომხდარის დამკვეთი სწორედ ოლიგარქი იყო, რადგან მისი ბრძანების გარეშე ამას ვერავინ გაბედავდა.
“გამოძიება სჭირდება ხოლმე ისეთ ამბებს, რომელიც არის გაურკვეველი. აქ გასაგებია, ბიძინა ივანიშვილი არის პირადად დამკვეთი და პირადად ის ადამიანი, ვისაც შეიძლება ხელში არ ეჭირა ის კვერცხი, მაგრამ ის არის იმ კვერცხის მსროლელი. შესაბამისად, ადამიანებს არანაირი კითხვის ნიშანი ამასთან დაკავშირებით არ აქვთ. კონკრეტულად ის ბავშვი თუ ის ადამიანი, ვინც ისროდა ამ კვერცხებს ან შეცდომაშია შეყვანილი, ან რაღაც კომპრომატი აქვთ მასზე, შეიძლება, სულაც ფულის გულისთვის აკეთებს. ივანიშვილის სურვილის და დავალების გარეშე ეს არ მოხდებოდა. აეროპორტში, ჯერ ერთი, ვერც გაიგებდა, როდის ჩამოდიოდნენ ეს ადამიანები და მეორეც ერთი, არ მოაწყობდა ასეთ პროვოკაციას,” - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


