კომენტარი
ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მყოფ პირებს ორი მიზანი ქონდათ - ზაალ კასრელიშვილი
„კავკასიელ ხალხთან კონფედერაციის“ პრეზიდენტის, ზაალ კასრელიშვილის თქმით, ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩის ერთ-ერთი ბინაში გამაგრებულ პირებს ორი მიზანი ქონდათ - ციხიდან თანამებრძოლის გათავისუფლება და რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა.
ამის შესახებ კასრელიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესი საქართველო იყო, არის და იქნება, მაგრამ არ იყო სამიზნე.
„ძალიან დიდი სხვაობაა ეს. დასავლეთია „ისლამური სახელმწიფოს“ ინტერესი და თუ გინდა, რომ დასავლეთში პოზიცია გაიმაგრო, აუცილებელად კავკასიაში ვითარებას უნდა აკონტროლებდე.
მაგრამ, მთავარი აქ იყო ის, რომ ეთნიკური კავკასიელები, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოში“ გადამწყვეტ ძალას წარმოადგენდნენ საქართველოს წყალობდნენ და წყალობენ. კონკრეტული შემთხვევა, რომელიც თბილისში მოხდა გამონაკლისია. ჩვენ უნდა გავაკრვიოთ, როგორ მოხდა აჰმედ ჩატაევი საქართველოში, როგორ მოხდა რომ საერთაშორისო ძებნის შავ სიაში მყოფმა ადამიანებმა სამი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს და მეორე საკითხი, უნდა გავარკვიოთ ეს ამ დაჯგუფების კერძო ინიციატივა იყო, თუ სისტემის შეკვეთა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ამ ჯგუფის კერძო ინტერესი იყო და არა სისტემის შეკვეთა. იმიტომ რომ სისტემის დაკვეთა რომ ყოფილიყო თბილისში, ან საქართველოს სხვადასხვა ქაალქებში მძევლების აყვანა მოხდებოდა. სწორედ მაშინ ჩავთვლიდით, რომ ეს სისტემის დაკვეთა იყო. ახლა „ისლამურ სახელმწიფიოს“ არავისთვის არ ცხელა, მითუმეტეს ისეთი ბრძანებებისთვის, როგორიც არის საქართველოში ციხიდან ვინმეს გამოხსნა, ან რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა საქართველოს გავლით. მათ საკმარისი ძალა აქვთ რუსეთის ტერიტორიაზეც და მთელ კავკასიაშიც.
ჩვენი ვარაუდით და ხელთ არსებული ინფორმაციებით, რომლებიც 11 ქვეყნის კავკასიური დიასპორებიდან მივიღეთ, ამ დაჯგუფებას ჰქონდა ორი მიზანი – ერთი იყო თანამებრძოლ ბორჩაშვილის გათავისუფლება ქართული ციხიდან და მეორე, რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა. რომელიც უფრო იოლად გამოუვიდოდათ იმას განახორციელებდნენ“,-აღნიშნა ზაალ კასრელიშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


