კომენტარი
ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
“ათი წელია ცენზურის ისტორიას ვსწავლობ. მართალია მხოლოდ კინოში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ჰოდა არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს”, - ასე გამოეხმაურა კინომცოდნე, რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი გოგი გვახარია ბათუმის თეატრის მიერ სპექტაკლის მოხსნას იმ მოტივით, რომ რეჟისორი “სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას”.
“სტალინი და მისი "რედაქტორებიც" კი , როცა რამეს იწუნებდნენ ან კრძალავდნენ, ამას ხსნიდნენ "ისტორიის ცუდი ცოდნით"("ივანე მრისხანე"), ფორმალიზმით ("ჩემი ბებია"), უკონფლიქტობით (აბრაამ რომის "მკაცრი ყმაწვილი"), ნაციონალიზმით (სავჩენკოს "ბედნიერება")... აღარაფერს ვამბობ შემდგომ ეპოქებზე - "მაყურებელი ტოვებს დარბაზს" ("დიდი მწვანე ველი"), "მრუდე სარკეში დანახული სინამდვილე" ("გიორგობისთვე"), პორნოგრაფია ("ანდრეი სმირნოვის "შემოდგომა").
ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? აბა რატომ გააკეთა? სულელები გგონიათ? არა, ყველა ცენზორი, ცხადია, სულელია, მაგრამ ესენი არა! ამით ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პატაკი ჩააბარა პარტიას - ხო ხედავ როგორი ერთგული ვარ, ჩემზე ერთგულს ვერ ნახავ ვერსად, იმიტომ ავკრძალე რომ "ჩვენიანი", უფრო სწორად "შენიანი" არ აღმოჩნდა მისი ავტორიო. ჰოდა დიდება პარტიასო!
მლიქვნელობა, მაამებლობა, ლაციცობა უცხო არასდროს ყოფილა ჩვენში (და არა მარტო ჩვენში), მაგრამ დღეს ამან ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ადამიანთა ცხოვრების წესი გახდა. მართალი თქვა შალვა პაპუაშვილმა, "სხვა დროში ვცხოვრობთ", ვისაც ეს დრო მოგწონთ, ღმერთმა შეგარგოთ”, - წერს გოგი გვახარია.
ცნობისთვის, ბათუმის თეატრმა სპექტაკლი საპრემიერო ჩვენებამდე ორი დღით ადრე მოხსნა და განცხადება გაავრცელა: "თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე, თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბათუმის დრამატული თეატრი კატეგორიულად ემიჯნება თეატრის სივრცის პოლიტიზირებას".
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


