რეგიონები
ბათუმის ნავსადგურის ორი მოშიმშილე თანამშრომელი შეუძლოდ გახდა
ბათუმის ნავსადგურში 2 მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. ისინი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკასა და რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მედიკოსებმა განუცხადეს, ერთ-ერთ პაციენტს, სავარაუდოდ, გულის უკმარისობა აქვს, ხოლო მეორეს კი - დაბალი არტერიული წნევა.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლების ნაწილი მეოთხე დღეა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს. ისინი დირექტორის გადადგომას მოითხოვენ.
შიმშილობის მიუხედავად გუშინ, ბათუმის ნავსადგურის თანამშრომელთა გაფიცვა შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ ნავთობტერმინალის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
თანამშრომელთა პროტესტთან დაკავშირებით შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციამ რეორგანიზაციის პროცესი შეაჩერა. სამშაბათს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ რახიმ განაცხადა, რომ სიტუაციის გარკვევამდე საკითხი დრის წესრიგიდან მოხსნილია.
იმავე დღეს ნავსადგურის ადმინისტრაციამ სამართალდამცველებს გამოძიების თხოვნით მიმართა. პორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თანამშრომელთა ნაწილმა, მცირე ზომის ხომალდებით, ზღვით შესასვლელი ხელოვნურად ჩახერგა, რის გამოც ნავსადგურში გემი ვერ შვიდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 222-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


