რეგიონები
ბათუმის პორტის 6 თანამშრომელი შიმშილობას აგრძელებს
ბათუმის პორტის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს, თუმცა 6 დასაქმებული შიმშილობას კვლავ აგრძელებს.
გაფიცვის შეწყვეტა თანამშრომლებმა ნავთობტერმინალის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეს. თანამშრომლები, რომლებიც შიმშილობას აგრძელებენ, დირექტორის გადადგომას ითხოვენ.
ყაზახური კომპანია „ყაზტრანსოილის“ მმართველობაში არსებული პორტის თანამშრომლები ვარაუდობდნენ, რომ უახლოეს მომავალში სამსახურის გარეშე დარჩებოდნენ და სამი დღის წინ, საპროტესტო აქციების ამიტომ დაიწყეს.მიუხედავად იმისა, რომ ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ რახიმმა პორტში დაგეგმილი რეორგანიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, თანამშრომლები მის გადადგომას მაინც ითხოვენ.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია წერს,ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ გუშინ, გვიან ღამით, სამართალდამცველებს გამოძიების თხოვნით მიმართა. პორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თანამშრომელთა ნაწილმა, მცირე ზომის ხომალდებით, ზღვით შესასვლელი ხელოვნურად ჩახერგა, რის გამოც ნავსადგურში გემი ვერ შვიდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 222-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


