კომენტარი
ბატონო ზაზა, მეც, შოთაძეც და ყველანი თქვენს გვერდით ვდგავართ - თეა წულუკიანი
პროკურატურა ამბობს და მეც ვეთანხმები, რომ აუცილებელია, ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ საზოგადოებისთვის და პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შეფასებისას.
„ჩვენ დღეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოვისმინეთ. პროკურატურა ამბობს და მათ მეც ვეთანხმები, რომ აუცილებელია, ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ ეს ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის და მეორეს მხრივ, პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება. თუმცა, მოსამართლე დამოუკიდებელია. მან იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მან როგორც მიუკერძოებელმა არბიტრმა, მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პროკურატურა არსებობს იმისთვის, რომ დაზარალებულის ინტერესები ბოლომდე დაიცვას.
“მე, როგორც იუსტიციის მინისტრმა, მინდა, რამდენიმე რამ ვთქვა დაზარალებულების, საზოგადოების, პროკურატურის და ა.შ გასაგონად. როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად ვამბობთ, რომ საქმეზე გამოძიება მომდინარეობს, ეს ნიშავს, რომ გამოძიებას ჩვენ ყველამ ნდობა უნდა გამოვუცხადოთ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დაზარალებულს უნდა ჰყავდეს მოკავშირე, ყველამ არა მხოლოდ მოვისმინეთ, არამედ გავიგონეთ ბატონი ზაზა სარალოძის მოწოდება, რომ ჩემს გვერდით დადექით. მინდა, მას პირველად ვიპასუხო – ბატონო ზაზა, მეც, შოთაძეც და ყველანი თქვენს გვერდით ვდგავართ. სხვაგვარად ვერ იქნება, რადგან პროკურატურა შექმნილია იმისთვის, რომ დაზარალებულის ინტერესები ბოლომდე დაიცვა”,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ცნობისათვის, დღეს სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


