კომენტარი
ბატონო პრემიერო, სამარცხვინო განცხადებებს აკეთებთ- არჩილ გამზარდია
„საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორი, არჩილ გამზარდია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
“გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე - ვერ შევეგუებით, რომ მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე და საინტერესო.
სირცხვილია პრემიერისგან ასეთი ჩარევა. მესმის, რომ პრემიერი კვირიკაშვილი ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად ადგენდა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიას, მაგრამ როგორც პრემიერი, იქნებ მეტად მორიდებულ განცხადებებს აკეთებდეს მედიასთან მიმართებაში და პრაქტიკულად პირდაპირ არ უნდა აცხადებდეს, რომ ჯიბეში უნდა ჩაისვას ხელისუფლებამ საზოგადოებრივი მაუწყებელი.
მეორე, სირცხვილია, მაგრამ, იქნებ, ბატონ პრემიერს ხანდახან მაინც მოესმინა საზოგადოებრივი რადიოს გადაცემები და ენახა საზოგადოებრივი მაუწყებლის არაერთი გადაცემა, ასე, რომ აზრზე არ არის და სრულიად არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს.
კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ბატონო პრემიერო, სამარცხვინო განცხადებებს აკეთებთ, აქ უკვე არც თამადობა გშველით და არც რაიკომის მდივნებისთვის დამახასიათებელი ფსევდოაკადემიურობა’’, - წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


