კომენტარი
ბატონი ფიშერი არის ორმაგი სტანდარტის საუკეთესო მაგალითი, თავისი ქმედებებით ელჩის გარდა ყველაფერი - კახა კალაძე
ბატონმა ფიშერმა თავი დაანებოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და მიხედოს თავის საქმეს, ორმაგი სტანდარტის საუკეთესო მაგალითია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძეს დაუსვეს კითხვა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე, სადაც ფიშერი აღნიშნავს: „შეგიძლიათ თქვათ, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა უაზრობაა. კეთილი. თქვენ არ ხართ ვალდებული, გაწევრიანდეთ. აკეთეთ თქვენი საქმე, საქართველოვ. შეგიძლიათ, გქონდეთ უცხოური ძალის აგენტების და გამჭვირვალობის შესახებ კანონები, გრანტების შესახებ კანონი, მაგრამ ამ კანონებით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებით. იგივე ეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გატარებულ ზომებს. ლიბერალურ დემოკრატიაში მთავრობას არ შეუძლია, აირჩიოს ოპოზიცია, არამედ მათ უნდა იურთიერთონ არსებულ ადამიანებთან. ეს არის დემოკრატიის ცენტრალური იდეა. ადამიანებს აქვთ თავისუფლება, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური ხედვა, თუნდაც ეს მთავრობას არ მოსწონდეს“.
„ბატონმა ფიშერმა თავი დაანებოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და მიხედოს თავის საქმეს, თავის ქვეყანას. ორმაგი სტანდარტის საუკეთესო მაგალითია. არ ვიცი, ელჩი დავარქვა, თუ რა დავარქვა ამ ადამიანს, თავისი ქმედებებით ელჩის გარდა ყველაფერია. საზოგადოებამ განსაჯოს, რასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


