კომენტარი
ბატონი ბიძინა დავიცავი, როდესაც ვთქვი, რომ მეჭიაურს პარტიაში ზაქარიამ გაუწია რეკომენდაცია - ზაქარია ქუცნაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მან ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაიცვა, როდესაც თქვა, რომ თამაზ მეჭიაურს რეკომენდაცია თავად გაუწია.
ამის შესახებ ქუცნაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
მისი თქმით, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს თამაზ მეჭიაური ლაძღვა-გინებით იყო დაკავებული, თავად კი მაღალი კულტურის პრინციპს იცავდა და საპასუხო განცხადება, მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ გააკეთა.
„მთელი წინასაარჩევნო კამპანია ადამიანმა ლანძღვა-გინებით ატარა. დილას იღვიძებდა და „ფეისბუკზე“ დებდა არა კრიტიკის, არამედ ლანძღვა - გინების პოსტებს. ჩემები, იგივე პარტიაში, იგივე პარლამენტში მეგობრები მთხოვდნენ, „ზაქრო მოითმინე, ზაქრო გატარე, ზაქრო აპატიე“. მე ვეუბნებოდი მათ, „ეს იმოქმედებს ამომრჩევლის დაბნევაზე. მთაში, როცა გაგინებენ და შენ პასუხს ვერ ცემ, ვერც კაცურად, ვერც სატელევიზიო ინტერვიუსას- ეს იმოქმედებს“. და მაინც მეუბნებოდნენ „არა, მოითმინე. არასერიოზული კაცია, მაგას ლოთის იმიჯი აქვსო და მაგის სიტყვებს რა აზრი აქვსო“. მე ვამბობდი „ეს დამაზიანებს“. მეუბნებოდნენ „აჩვენე მაღალი კულტურა“. ვაჩვენე მაღალი კულტურა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც დამთავრდა არჩევნები, დამთავრდა სასამართლო, მიცვალებული დასაფლავებული გვყავს და ჟურნალისტები მეკითხებიან, რატომ არ სცემთ პასუხსო. კაცი გლანძღავს, ვიღაცა ხომ დაიჯერებს.
მართლაც 5 ათასი ხმა მივიღე შარშან თაინეთში, ახლა ჩვენმა კანდიდატმა კი 3 ათასი ხმა მიიღო. ამ ტყუილებმა და ამ შეურაცხყოფებმა, როგორც ჩანს, ვიღაცეებზე იმუშავა.
ბევრმა მითხრა, გულწრფელი საუბრით სამზარეულოს თემები ხომ არ გამოიტანე გარეთო. პირიქით, მგონია, რომ ის ტყუილი, რასაც მეჭიაური ტირაჟირებდა, რომ პარტიასა და პარლამენტში ბიძინა ივანიშვილმა მიიყვანა, მე ბატონი ბიძინა დავიცავი, როდესაც ვთქვი, რომ მას პარტიაში ზაქარიამ გაუწია რეკომენდაცია, ხოლო პარლამენტში მოხვდა შანტაჟის გზით”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


