მსოფლიო
ბაშარ ასადი -ალეპოში ხალხის დაღუპვაზე: ასეთია ხალხის გათავისუფლების ფასი
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის განცხადებით, დამასკო მზად არის სირიაში შექმნილ ვითარებაზე ყველა საკითხი ასტანაში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილოს.
რას შეეხება თავად მის პოზიციას პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით, ასადის თქმით, იგი ქვეყნის კონსტიტუციას უკავშირდება.
ამის შესახებ ასადმა ფრანგი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რასაკვირველია მზად ვართ განხილვებისთვის, და ჩვენი დელეგაცია მზად არის კონფერენციას დაესწროს, მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, შეზღუდვები არ არსებობს“,-აღნიშნა სირიის ლიდერმა.
მისი თქმით, რაც შეეხება მისი გადადგომის საკითხს, მისი პოზიცია ქვეყნის კონსტიტუციას უკავშირდება და თუ ვინმეს მოუნდება კონფერენციაზე აღნიშნული საკითხის განხილვა, მაშინ ჯერ კონსტიტუციის შეცვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმის გამართვის საკითხი უნდა განიხილონ.
„ჩემი პოზიცია კონსტიტუციას უკავშირდება. ამიტომ, თუ მათ მოუნდებათ ამ საკითხის განხილვა, კონსტიტუცია უნდა განიხილონ. კონსტიტუცია კი მთავრობას, პრეზიდენტს, ან ოპოზიციას კი არ ეკუთვნის. ის სირიელ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. შესაბამისად, ნებისმიერ საკონსტიტუციო ცვლილებას რეფერენდუმის გამართვა სჭირდება. ეს ერთ-ერთი საკითხი შეიძლება იყოს, რომელიც მზად ვართ, რომ შეხვედრაზე განვიხილოთ“,-განაცხადა ბაშარ ალ ასადმა.
კითხვაზე, რომელიც ალეპოს მასიურ დაბომბვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასიურ დაღუპვას შეეხებოდა, და ამასთან დაკავშირებით სირიის პრეზიდენტის პოზიციას, ბაშარ ალ ასადი პასუხობს, რომ „ასეთია ხალხის გათავისუფლების ფასი“.
ცნობისთვის, სირიასთან დაკავშირებული მშვიდობიანი კონფერენცია, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 23 იანვარს გაიმართება. კონფერენციის ორგანიზატორები რუსეთისა და თურქეთის მთავრობები არიან.
მონიკა დავლიანიძ
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


