კომენტარი
ბარიერის დაწევა პარლამენტში პოლიტიკურ დაქსაქსულობას გამოიწვევს - თეა წულუკიანი
მიმაჩნია, რომ ბარიერის დაწევა პარლამენტში პოლიტიკურ დაქსაქსულობას გამოიწვევს, მაგრამ ასეთია დემოკრატიული პროცესი, - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და აღნიშნულით საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე შესაძლო დაწევას ეხმიანება.
მისი თქმით, მთავრობა უნდა დაეყრდნოს ვენეციის კომისიის დასკვნებს და გაიზიაროს შენიშვნები.
„ჩვენ მზად ვართ ყველანი, რომ მოვისმინოთ ერთმანეთის კრიტიკა, მათ შორის ოპონენტების იქნება ეს, არასამთავრობო სექტორის თუ ოპოზიციის. მოვისმინოთ კრიტიკა პრეზიდენტისგან, მაგრამ ჩვენი მთავარი გზავნილია, დავეყრდნოთ ვენეციის კომისიის დასკვნებს და შენიშვნებს, რომლებსაც ქვეყნის უკეთესი დემოკრატიისთვის მისაღებად მივიჩნევთ. ის, რომ მაგალითად 5%-იანი ბარიერი დაიწევს, როგორც ჩანს, ამის მისაღებად მმართველი გუნდი მზად არის. მიმაჩნია, რომ ეს გამოიწვევს პარლამენტში ალბათ პოლიტიკურ დაქსაქსულობას, მაგრამ ასეთია დემოკრატიული პროცესი“, - განაცხადა წულუკიანმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


