უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

7 მაისი, 2018 14:10
font-size

ბარელი ნავთობის ფასმა 2014 წლის ნოემბრის შემდეგ უმაღლეს ნიშნულამდე მიაღწია

ბარელი ნავთობის ფასმა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 70$-იან ნიშნულს გადააბიჯა, რაც პირველად მოხდა 2014 წლის ნოემბრის შემდეგ.

სპეციალისტთა შეფასებით, მოვაჭრეთა დაჟინებული მოთხოვნები განაპირობა აშშ-ის მიერ ირანისათვის სანქციების შესაძლო განახლებამ. თავის მხრივ, ეს ირანის - ოპეკის სიდიდით მესამე მწარმოებელი ქვეყნის ექსპორტის მაჩვენებელს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

მიმდინარე წელს, ბარელი ნავთობის ღირებულება უკვე 16%–ით გაიზარდა, რაც ძირითადად ოპეკის წევრი ქვეყნებისა და მათი მოკავშირეების მიერ არჩეული პოლიტიკითაა განპირობებული, ისინი ამცირებენ ნავთობის მოპოვებას და ზრდიან მარაგებს. გარდა ამისა, ნავთობის ფასზე დიდ გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური კრიზისი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ რეგიონზე მოდის ნავთობის მსოფლიო მარაგების თითქმის ნახევარი.

2015 წლის ბირთვული შეთანხმება შედგა ირანს, აშშ-ს, ჩინეთს, რუსეთს, გერმანიას, საფრანგეთისა და დიდ ბრიტანეთს შორის. ეს დოკუმენტი გულისხმობს თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნაზე უარის თქმას, ამის სანაცვლოდ კი ირანს მოუხსნეს ეკონომიკური სანქციები, მათ შორის ნავთობის საერთაშორისო გაყიდვაზე.

დონალდ ტრამპმა აღნიშნული შეთახნმება არანორმალური უწოდა და აპირებს იქიდან გასვლას, თუკი კონგრესი და ევროპელი მოკავშირეები 12 მაისისთვის არ შეთანხმდებიან ცვლილებებზე და არ შეცვლიან ხარვეზებს დოკუმენტში. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხელახლა აამოქმედებს მოხსნილ სანქციებს.

თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი უარყოფითად გამოეხმაურა შეთანხმების შესაძლო გადახედვას. მან ეს ინიციტივა უკანონო უწოდა და გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ ამის გამო ინანებს.

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი