უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

14 იანვარი, 2017 13:05
font-size

ბარაქ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ, უფლებამოსილების შეჩერებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

ამის შესახებ თეთრი სახლის ცნობაშია ნათქვამი.

„ვახანგრძლივებ ერთი წლით ექსტრემალური ზომების რეჟიმს“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ბარაქ ობამა აწერს.

დოკუმენტის ტექსტში დაზუსტებისთვის აღნიშნულია, რომ ყოველივე ეს უკავკშირდება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის წარმოებას.

გარდა ამისა, ობამამ სანქციები ირანის, კუბას, ლიბიის, ზიმბაბვესა და ვენესუელას წინააღმდეგ გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ პირველი სანქციები 2014 წლის მარტში იქნა შემოღებული, იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკის აზრით, ყირიმის ანექსიასთან არიან კავშირში. სიაში მოხვედრილ პირებს ამერიკაში შესვლა აეკრძალა, ასევე მათი აქტივები იქნა გაყინული.

ამის შემდეგ ამერიკას არაერთხელ გაუფართოებია სანქციათა სია, და მასში არამარტო ცალკეული პირები, არამედ რუსეთის ეკონომიკის დარგებიც მოხვდა.

2016 წლის დეკემბერში, ამერიკის ფინანსთა უწყებამ სანქციათა სია კიდევ ერთხელ გააფართოვა.

გარდა ამისა, ვაშინგტონმა ქვეყნიდან 35 რუსი დიპლომატი გააძევა, რაც, მათი თქმით, იმ ჰაკერულ თავდასხმებს უკავშირდება, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დემოკრატიული პარტიის შტაბის სერვერებზე იქნა მიტანილი.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი