მსოფლიო
ბარაქ ობამამ კონგრესს Obamacare-ის დაცვისკენ მოუწოდა
ამერიკის 44-ე პრეზიდენტი ბარაქ ობამა კონგრესმენებს მოუწოდებს Obamacare-თან დაკავშირებით „ვაჟკაცობა გამოიჩინონ“ მიუხედავად იმისა, ეწინააღმდეგება თუ არა ჯანდაცვის ეს პროგრამა მმართველი გუნდის პოზიციას.
ამის შესახებ ბარაქ ობამამ ბოსტონში, კენედის სახელობის ბიბლიოთეკაში განაცხადა, წერს Голос-Америки.
„იმედი მაქვს,რომ კონკრესმენები გაიხსენებენ, რომ არ მოითხოვს განსაკუთრებულ ვაჟკაცობას ისეთი ადამიანების დახმარება, რომლებიც ძალაუფლებას ფლობენ, თავს კონფორტულად გრძნობენ, უკვე გავლენიანები არიან. ამასთან, გარკვეულ ვაჟკაცობას მოითხოვს უმწეო, ავადმყოფი ადამიანების დახმარება. იმედი მაქვს, რომ მათ ესმით,რომ ვაჟკაცობაა- როდესაც აკეთებ არა იმას, რაც პოლიტიკურად არის მიზანშეწონილი, არამედ იმას, რაც შენი ღრმა რწმენით არის სწორი“,-განაცხადა ბარაქ ობამამ.
შეგახსენებთ, რომ 4 მაისს, ამერიკის კონგრესმა კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვით Obamacare-ის ძირითადი პუნქტები შეიცვლება პროგრამით, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები შეიმუშავებენ.
გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული. დოკუმენტი განსახილველად სენატშია გადაგზავნილი.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების აზრით, ბარაქ ობამას მიერ მიღებული პროგრამა, ქვეყნის ბიუჯეტს ძვირი უჯდება.
აღნიშნული პროგრამის გაუქმება, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


