მსოფლიო
ბარაქ ობამა ამერიკელებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით ჩიკაგოდან მიმართავს
ამერიკის 44-ე პრეზიდენტი, ბარაქ ობამა, ამერიკელებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით დღეს, ჩიკაგოდან მიმართავს.
ობამას თქმით, მან ჩიკაგოზე არჩევანი იმიტომ შეაჩერა, რომ ის იყო ქალაქი, საიდანაც მან თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო.
ღონისძიებასთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში ბარაქ ობამამ დაანონსა, რომ სიტყვაში იგი გაიხსენებს იმ წლებს, როდესაც სკოლის დასრულების შემდეგ, საორგანიზაციო სამუშაოებით იყო დაკავებული.
მისი თქმით, მას ამერიკის დემოკრატიის შესაძლებლობების რწმენა ამოძრავებდა.
ბარაქ ობამა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტად მუშაობის რვა წლის განმავლობაში, მან ორი გაკვეთილი დაიმახსოვრა: რომ ამერიკელები ბუნებით კეთილები არიან და რომ ცვლილებები შესაძლებელია.
ბარაქ ობამა გამოსამშვიდობებელ სიტყვას ჩიკაგოს McCormick Place კონგრეს-ცენტრში წარმოთქვამს, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრება.
ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია, 20 იანვარს გაიმართება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


