კომენტარი
ბანკებთან დაკავშირებით ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა გიორგი კვირიკაშვილთან - დავით ჭიჭინაძე
ბანკებთან დაკავშირებით ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში.“
ჭიჭინაძის თქმით, ის დიდი ხნის განმავლობაში აპროტესტებდა იმას, რაზეც პარტია “ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა.
“ბანკებთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა გიორგი კვირიკაშვილთან. მაშინაც იყო მუქარა, რომ თუკი უმრავლესობა ხარ, რატომ აპროტესტებ. მაშინ ერთადერთი თამარ ჩუგოშვილი იყო, ვინც ბანკებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია გაიზიარა და ხელი შეუწყო პროცესს, რომ ბანკებზე რაღაც შეზღუდვა დაწყებულიყო. პროცესი იმდენად რთული იყო, რომ ჩემი არც ერთი გამოსვლა უმრავლესობამ არ გაიზიარა. ყველაფერი იყო პირიქით. როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოში “საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები დაინიშნენ, ყველამ იცოდა, რომ მათი ლობისტი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იყო. ვთქვი, რომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება და ყველას მოვუწოდე, რომ მხარი არ დაეჭირა. მაშინ ყველას ეგონა, რომ ეს ჩემი ახირება იყო“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


