მსოფლიო
აზერბაიჯანული წყაროები ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონის აფეთქებისას გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებენ
აზერბაიჯანული წყაროები ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონის აფეთქებისას გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებენ.
ნახიჩევანში დრონის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა.
აეროპორტის მახლობლად მდებარე სკოლებში შეჩერდა სასწავლო პროცესი, ხოლო მასწავლებლები და მოსწავლეები ევაკუირებულნი არიან.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ბაქო თეირანისგან მოითხოვს, მოკლე ვადაში განმარტოს ზემოაღნიშნული საკითხი, წარადგინოს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი და სასწრაფო ზომები, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები.
ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოჯტაბა დერმიჩილუ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში





საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


