მსოფლიო
აზერბაიჯანში სააგენტო `სპუტნიკი აზერბაიჯანის` საქმეზე უკვე შვიდი პირი დააკავეს
ბაქოში დაკავებულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა რუსეთის პროპაგანდისტული სააგენტო "როსია სეგოდნიას" ("სპუტნიკი აზერბაიჯანი") ადგილობრივ ფილიალთან დაკავშირებულ გამოძიებაში.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Европейская правда ავრცელებს APA-ზე დაყრდნობით.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ "სპუტნიკი აზერბაიჯანის" მიმართ სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. გამოძიება წარიმართა რამდენიმე მუხლით, მათ შორის: თაღლითობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზაცია.
საგამოძიებო მოქმედებები ამ საქმეზე ამ დრომდე გრძელდება.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ორშაბათს გავრცელებულმა ცნობამ ორი პირის დაკავების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თანამშრომლები იყვნენ და "სპუტნიკი აზერბაიჯანის" რიგებში საქმიანობდნენ შენიღბულად.
დაკავებულებს შორის არიან სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი იგორ კარტავიხი და მთავარ რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი.
დაკავებები იმ ფონზე განხორციელდა, როცა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა დაიძაბა: ეკატერინბურგში რუსეთის მხარემ დააკავა 50-ზე მეტი აზერბაიჯანელი, რაც უკავშირდება დაუდგენელ სისხლის სამართლის საქმეს — 2001 წელს იუნის ფაშაევის მკვლელობას.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


