მსოფლიო
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
დღეს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. 5.641 საარჩევნო უბანი 125 საარჩევნო ოლქში ქვეყნის მასშტაბით დილის 8 საათზე გაიხსნა, კიდევ 41 საარჩევნო უბანი კი საზღვარგარეთ გაიხსნება. 5 მილიონზე მეტი მოქალაქე აირჩევს ქვეყნის პირველ პირს.
საპრეზიდენტო არჩევნებში 8 კანდიდატია დარეგისტრირებული: მოქმედი პრეზიდენტი და მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანის“ ლიდერი ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის ერთიანი ეროვნული ფრონტის წარმომადგენელი გუდრეტ გასანგულიევი, არაზ ალიზადე აზერბაიჯანის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, ფარაჯ გულიევი „ეროვნული აღორძინების მოძრაობიდან“, რაზი ნურულაევი „ფრონტისტების საინიციატივო ჯგუფიდან“, ჰაფიზ გაჯიევი „თანამედროვე მუსავათიდან“, დამოუკიდებელი კანდიდატი ზაჰიდ ორუჯი და სარდარ მამედოვი (ჯალაოღლუ) აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტიიდან.
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ახალ პრეზიდენტს 7 წლის ვადით აირჩევენ.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


