მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ სომხეთის მეთაურ სერჟ სარგსიანს შეხვდება
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს მთიანი ყარაბაღის საკითხზე სომხეთის პრეზიდენტთან, სერჟ სარგსიანთან შეხვედრის შესაძლებლობას. ამის შესახებ აზერბაიჯანის მეთაურმა ეუთოს პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.
ალიავემა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების განახლების საკითხი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.
„ვფიქრობთ, სომხეთი უბრუნდება მოლაპარაკებების პროცესს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. მათი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მოლაპარაკებების ბოიკოტირებისკენ, იყო, ჯერ ერთი, სულელური, მეორე კი არაეფექტური. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, სომხეთის ხელმძღვანელობამ სხვადასხვა წყაროსგან მიიღო გზავნილები, მათ შორის ევროპიდან, რომ ის ვერ გააგრძელებს ასე მოქცევას. ტერიტორიის ოკუპაციასთან ერთად, მათ მოსახლეობის ეთნიკური წმენდა განახორციელეს და დააქციეს ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შემდეგ ისინი აყენებენ პირობებს მოლაპარაკებების გასაახლებლად. გარდა ამისა დღეს, მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების ფორმატი უნდა განახლდეს, რამდენიმე დღეში მე ვხდები ეუთოს მინსკის ჯგუფში თანათავმჯდომარე ქვეყნების ელჩებს და ჩვენ ვიმსჯელებთ შემდგომ მოლაპარაკებებზე, ასევე პრეზიდენტების დონეზე სავარაუდო შეხვედრაზე“, -განაცხადა ალიევმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


