კომენტარი
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემას მხოლოდ რეგულაციები ვერ მოაგვარებს - ლაშა ხუციშვილი
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის შეფასებით, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ რეგულაციები ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.
მისი თქმით, ინტერნეტის ეპოქაში აღნიშნული პრობლემის ბოლომდე მოგვარება რთული იქნება.
„ინტერნეტიზაციის პირობებში საკმაოდ რთული იქნება ამ პრობლემის ბოლომდე მოგვარება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები, რათა მათი შვილები აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები არ გახდნენ. ის რეგულაციები, რომლებზეც მთავრობა მუშაობს, მნიშვნელოვნად შეამცირებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას“,- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
პარლამენტში აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტია შესული, რომელიც აზარტულ თამაშებზე ახალი რეგულაციების ამოქმედებას ითვალისწინებს.
ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, აზარტული თამაშები 18-ის ნაცვლად, დაშვებული იქნება 21 წლიდან. გარდა ამისა, რეგისტრაციისთვის, შესაძლოა, სათამაშო ობიექტზე მისვლა გახდეს სავალდებულო, სადაც ადგილზე შეამოწმებენ აქვს თუ არა მოქალაქეს თამაშის უფლება.
კანონპროექტის საკითხზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გუშინ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


