მსოფლიო
ავსტრიის მთავრობაში რადიკალ-მემარჯვენეები მივიდნენ
საპარლამენტო არჩევნებიდან 2 თვის შემდეგ ავსტრიაში კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა კონსერვატიულ „ხალხის“ პარტიასა და რადიკალ-მემარჯვენე „თავისუფალ პარტიას“ შორის.
ამის შედეგად „ხალხის პარტიის“ ხელმძღვანელი 31 წლის სებასტიან კურცი მსოლფიოში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე გახდა.
გარდა ამისა ავსტრია ერთადერთი ქვეყანაა დასავლეთ ევროპაში, რომელსაც მთავრობაში რადიკალ-მემარჯვენე პარტია ჰყავს.
წინასაარჩევნო პერიოდში როგორც კონსერვატიული, ასევე რადიკალ-მემარჯვენე პარტია ანტისაიმიგრაციო მესიჯებით გამოირჩეოდნენ. კურცი დაპირდა ამომრჩეველს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში გადაკეტავს ევროპის მარშრუტებს მიგრანტებისთვის, ასევე მათთვის შემწეობის გაუუქმებს. მაშინ „თავისუფალი პარტიის“ ლიდერმა ჰაინ-ქრისტიან შტრაშემ კურცი მათი იდეების მოპარვაში დაადანაშაულა.
ჯერჯერობით უცნობია ახლად ჩამოყალიბებული კოალიციური მთავრობის პროგრამა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


