მსოფლიო
ავღანეთში სამხედრო საგუშაგოზე თალიბების თავდასხმის შედეგად 18 სამხედრო დაიღუპა
ავღანეთში, დასავლეთ პროვინცია ფარაჰში თალიბები სამხედრო საგუშაგოს თავს დაესხნენ, რომლის შედეგად 18 სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ როიტერსი წერს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
სამინისტროს პრესსპიკერმა, დავლათ ვაზირმა განაცხადა, რომ მებრძოლების დიდი ჯგუფის თავდასხმის გამო კიდევ 2 სამხედრო დაიჭრა. მან აღნიშნა, რომ ინციდენტის შესახებ მეტ ინფორმაციას არ ფლობს.
ისლამურმა მოძრაობა თალიბანმა ოფიციალურად უკვე აიღო პასუხისმგებლობა მომხდარზე. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შეტაკებისას 2 მებრძოლი დაკარგა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
ანა მებურიშვილი
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


