კომენტარი
აუცილებელი არ არის დარტყმები განახორციელო შენი ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებას ჰუმანურ აქტად აფასებს.
,,როდესაც ისედაც ტოვებდნენ საპატიმროს ძალიან მალე, ეს შეიძლება ჩაითვალოს ძალიან ჰუმანურ აქტად და ძალიან კარგია. ადამიანის გათავისუფლებას ყოველთვის მივესალმები. ამას აქვს მეორე მხარეც. ამისათვის აუცილებელი არ არის, დარტყმები განახორციელო შენი ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, როდესაც ამ საქმითვე დადასტურდა კიდევ ერთხელ თვალნათლივ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები - სასამართლო, პროკურატურა მუშაობენ გამართულად ერთ-ერთი მაგალითი ამისა იყო სწორედ ეს საქმე’’, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის: საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა. მათ საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვეს.
პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველის ფიქრია ჩხრაძის განცახდებით, პროცესის ვერც ერთ ეტაპზე, პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება, რასაც სხვადასხვა დროს არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


