კომენტარი
ათეული წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებებმა ვერ მოახერხეს ამ თემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება - გია ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სამწუხაროა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტად კვლავ რჩება სოციალური პრობლემები, რომლის მოგვარება ათეული წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თავდაცვასა და უსაფრთხოებას.
„სამწუხარო ფაქტია, მაგრამ 2019 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტად კვლავ რჩება სოციალური პრობლემები, რომელიც საქართველოს ახასიათებს და ამ მხრივ დადებითად უნდა შევაფასოთ ის, რომ გაიზრდება სოციალურ პროგრამებზე გამოყოფილი თანხები.
სამწუხაროა, რომ ათეული წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებებმა ვერ მოახერხეს ამ თემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება, გარდა ამისა, ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ბევრი რამ უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ფიზიკურად გადარჩეს ბევრი ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ხაზით განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა, ეს რაც შეეხება სოციალურ თემას. მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროგრამებისათვის, რაც თავისთავად ეკონომიკურ ზრდასთან იქნება დაკავშირებული. რასაკვირველია, პრიოროტეტია თავდაცვა და უსაფრთხოება,“–განაცხადა გია ვოლსკიმ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


