მსოფლიო
ასობით რუსული დრონი და ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა კიევში მას შემდეგ, რაც პუტინმა ტრამპთან ისაუბრა, ის ამას განზრახ აკეთებს, შეწყვიტეთ ლოდინი - ანდრეი სიბიგა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრისთანავე მიზანმიმართულად დაიწყო კიევზე მასირებული თავდასხმა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
„კიევში საშინელი და უძილო ღამე იყო — ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ამ დრომდე. ასობით რუსული დრონი და ბალისტიკური რაკეტა დაატყდა თავს უკრაინის დედაქალაქს. ეს ყველაფერი მოხდა მაშინვე, როცა პუტინმა პრეზიდენტ ტრამპთან ისაუბრა. და ეს მიზანმიმართულად გააკეთა. საკმარისია ლოდინი! პუტინი ცხადად აჩვენებს, რომ აბსოლუტურად უგულებელყოფს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე ყველას, ვინც ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მოსკოვს დაუყოვნებლივ უნდა დაეკისროს უმკაცრესი სანქციები. უკრაინას უნდა მიეწოდოს ყველა საჭირო საშუალება თავის დასაცავად. მცდარი გადაწყვეტილებები მხოლოდ გაამხნევებს აგრესორს, გააძლიეროს ტერორი. დღეს მსოფლიოს ყველა კრიმინალური რეჟიმი ყურადღებით აკვირდება პუტინის ქმედებებს და იმ რეაქციებს, რასაც ისინი იწვევს. თუ ის ყველაფერს დაუსჯელად გადაურჩა, ეს ყველასთვის მტკიცე და საშიში გზავნილი იქნება. ნუ დაელოდებით მშვიდობას — იმოქმედეთ მშვიდობის მისაღწევად.. მშვიდობა — ძალის გზით,“ – წერს სიბიგა.
რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული მასირებული იერიშის შედეგად დაშავებულია, სულ მცირე, 21 ადამიანი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


