კომენტარი
აშშ-ს სურს დარწმუნდეს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები და მის შედეგად არჩეული პარლამენტი, ქართველი ამომრჩევლების სურვილს ასახავს - იან კელი
ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დაწყებას გამოეხმაურა.
როგორც იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციის მომდევნო გაუმჯობესების მცდელობას, ისინი ყურადღებით აკვირდებიან.
„ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესს, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნებზეა დაფუძნებული. საქართველოს, ისევე როგორც შეერთებულ შტატებს, სურს დარწმუნდეს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები და მის შედეგად არჩეული პარლამენტი, ქართველი ამომრჩევლების სურვილს ასახავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს,» - განაცხადა იან კელიმ.
ცნობისათვის, უმრავლესობა გეგმავს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ახალი ცვლილებებით 2020 წლისთვის დაუშვას საარჩევნო ბლოკების მონაწილეობა საპარლამენტო არჩვენებში. ასევე, დაზუსტდება რწმენის თავისუფლების შესახებ ჩანაწერი და საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევის წესი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


