უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

19 ივნისი, 2025 16:25
font-size

აშშ-ს სამხედრო გეგმები ირანის წინააღმდეგ მზადაა, თუმცა ტრამპი ბრძანებას ჯერ არ იძლევა

ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაამტკიცა ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის გეგმა, თუმცა ამ დროისთვის მის განხორციელებაზე საბოლოო ბრძანება ჯერ არ გაცემულა.

ტრამპი კვლავ ელის, რომ თეირანი უახლოეს მომავალში უარს იტყვის ბირთვულ პროგრამაზე.

გეგმის მიხედვით, შესაძლო თავდასხმის მთავარ ობიექტს ფორდოს ურანის გამდიდრების ქარხანა წარმოადგენდეს — ობიექტი, რომელიც მდებარეობს მთის ქვეშ და ამერიკელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ ყველაზე ძლიერ ბომბებს, კერძოდ GBU-57A-ს დაექვემდებარება. ამ ტიპის ბომბის ერთადერთი პლატფორმა – B-2 Spirit-ის ტიპის სტელს-ბომბდამშენი – მხოლოდ აშშ-ის შეიარაღებაშია.

Axios-ის წყაროების მიხედვით, დონალდ ტრამპს სურს, თავდასხმამდე მიიღოს სამხედროებისგან გარანტია, რომ აშშ-ს არსენალში არსებული ბომბები ნამდვილად შეძლებს აღნიშნული ობიექტის განადგურებას. ამავდროულად, პრეზიდენტი ცდილობს, თავი აარიდოს მასშტაბურ ომს და სამხედრო მოქმედებები მხოლოდ მიზანმიმართული დარტყმებით შეზღუდოს.

ამ ფონზე, სააგენტო Bloomberg იუწყება, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნები ემზადებიან ირანის წინააღმდეგ შესაძლო დარტყმისთვის უახლოეს დღეებში. მიუხედავად ამისა, ტრამპი საჯაროდ არ აზუსტებს, მიიღებს თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

გუშინ, თეთრ სახლში სამხედრო მეთაურებთან გამართულ სხდომამდე, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია: „მიყვარს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იმ წამს, როცა უკვე დროა, რადგან ომის დროს ყველაფერი იცვლება,“ – განაცხადა ტრამპმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ სურს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა, თუმცა აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღის ფლობა არ უნდა ჰქონდეს ნებადართული.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ტრამპმა თეირანს „უაპელაციო კაპიტულაცია“ მოსთხოვა და ამას „ბოლო ულტიმატუმიც“ უწოდა. პრეზიდენტის თქმით, აშშ სრულად აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს და იცის, სად იმალება ქვეყნის უმაღლესი ლიდერი ალი ხამენეი. „ის მარტივი სამიზნეა“, – განაცხადა ტრამპმა, თუმცა დასძინა, რომ მისი ლიკვიდაცია ამ ეტაპზე არ იგეგმება.

პასუხად, ირანის უმაღლესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ აღნიშნა, რომ ირანი არასდროს დანებდება აშშ-ის ზეწოლას და არ მიიღებს მის მოთხოვნებს. „ნებისმიერ ამერიკულ სამხედრო შეტევას ექნება სერიოზული და შეუქცევადი შედეგები. ირანი მტკიცედ დაუპირისპირდება როგორც თავს მოხვეულ ომს, ასევე თავს მოხვეულ მშვიდობას. ირანი არასდროს დაიხრის თავს ზეწოლის წინაშე“, – განაცხადა ხამენეიმ.

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი