მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთში აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტი დაგმო
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთში საპროტესტო აქციაზე გამოსული ასობოთ ადამიანის დაკავების ფაქტს გმობს.
შტატების საგარეო პოლიტიკური უწყება მომხდარი დემოკრატიული ფასეულობების შეუერაცხყოფად აფასებს.
„მოვუწოდებთ, რუსეთის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა დაკავებული, რომლებიც მშვიდობიან აქციას მართავდნენ“,-განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა.
მანვე აღნიშნა, რომ ამერიკა შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. ასევე იმ ჩხრეკასთან დაკავშირებით, რომელიც მის კორუფციასთან ბრძოლის ორგანიზაციაში ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში კორუფციის საწინააღდეგო აქციები გაიმართა.
აქციის გამართვის მიზეზი გახდა, ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოძიება, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის უძრავ ქონებას შეეხებოდა.
უფლებადამცველების ინფორმაციით, მოსკოვში აქციის 900-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
თავად, ალექსეი ნავალნი მეტროდან გამოსვლისთანავე დააკავეს. მას მიტინგის გამართვის წესის დარღვევას ედავებიან.
ამ წუთებში კი, სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


