მსოფლიო
აშშ-ს მხრიდან Javelin-ის მიწოდებამ შესაძლოა, თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთი მიიჩნევს, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, Javelin-ის მიწოდებამ, შესაძლოა, თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„რუსული მხარე ყურადღებას ამახვილებს თბილისსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის საფრთხეზე. ახლახან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა თბილისისთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, Javelin-ის მიწოდება დაამტკიცეს. ეს აშშ-სა და საქართველოს შორის ასეთი მასშტაბის პირველი სამხედრო გარიგებაა 2008 წლის შემდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება აქვე აღნიშნავს, რომ ამერიკული დახმარებით საქართველოს ტერიტორიაზე მორიგი სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა იგეგმება”.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


