მსოფლიო
აშშ-ს მიერ სირიაზე მიყენებული სარაკეტო იერიშის შედეგად 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
ამერიკის მიერ სირიის ავიაბაზაზე მიყენებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვია, - წერს BBC, სირიის მედიაზე დაყრდნობით.
სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, კიდევ რვა ადამიანი დაშავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ავიაბაზასთან ახლოს მდერე სოფლებში ცხოვრობდნენ.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით, აშშ-მ სირიის ტერიტორიაზე ფრთიანი რაკეტები ისროლა. 60-მდე რაკეტა სირიის ავიაბაზა „შაირათის“ მიმართულებით იყო ნასროლი.
პენტაგონის მტკიცებით, სწორედ აღნიშნული ავიაბაზიდან, მიმდინარე კვირას, ქალაქ ხან-შეიხუნზე ქიმიური იერიში იქნა მიტანილი. ინციდენტის შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


