მსოფლიო
აშშ-ს მასშტაბურმა ქარიშხალმა გადაურა - სულ მცირე 9 დაღუპული და ნახევარ-მილიონი დაზარალებული
ქარიშხალმა ჰარვიმ ტეხასის შტატში კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია, რომელიც, ბიბისის ინფორმაციით, მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაუარესდება.
განსაკუთრებით დაზარალდა აშშ-ის სიდიდით მეოთხე ქალაქი ჰიუსტონი.
ჰიუსტონსა და მის შემოგარენში 3000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. ვერტმფრენებს ხალხი სახურავებიდან აჰყავდა. სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალური ცნობით, ნახევარ-მილიონი დაზარებული დახმარების მოლოდინშია ტეხასში, ხოლო 30 000 ადამიანი თავშეფსაფარშია გადაყვანილი.
ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაკეტილია სკოლები, ასევე ჰიუსტონის ორი მთავარი აეროპორტი, რადგან ასაფრენი ბილიკები მთლიანადაა დატბორილი.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მყისიერ რეაქციას დაპირდა დაზარალებულთა დასახმარებლად. ის დღეს ტეხასში ჩასვლას აპირებს. მისი თქმით, „აღდგენის გზა გრძელი და რთული იქნება“ და ფედერალური მთავრობა მზადაა დასახმარებლად.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის დაფინანსების შესახებ უკვე შეუთანხმდა კონგრესს. მისი მტკიცებით, „ეს საკმაოდ ძვირადღირებული სიტუაციაა“.
ტრამპმა ასევე დაამტკიცა დეკლარაცია ტეხასის მეზობელი ლუიზინას შტატის დასახმარებლად.
გუბერნატორმა გრეგ ებოტმა ტეხასის ეროვნული გვარდიის სრული შემადგენლობა ჩართო - დაახლოებით 12 000 „სამოქალაქო“ ჯარისკაცი, რათა დაეხმაროს ეროვნულ ძალებს სამაშველო ოპერაციებში.
ოფიციალური ინფორმაციით, ქარიშხალი ჰარვი, რომელიც პარასკევს მიადგა ამერიკას, უპრეცედენტო მასშტაბის წყალდიდობა გამოიწვია, ასევე მეწყერი. შემდგომ ქარიშხალი ტროპიკულ შტორმად გადაიქცა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


