მსოფლიო
აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს
ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს.
შესაბამისი განცხადება შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა გააკეთა.
მნუჩინის თქმით, მისი უწყება ინფორმაციას ახალი შეზღუდვების შესახებ რამდენიმე კვირაში გაასაჯაროვებს.
მნუჩინმა განმარტა, რომ ფინანასთა სამინისტრომ ახალ სანქციებზე მუშაობა კანონის მიღებისთანავე დაიწყო და ამის მაგალითად ე.წ. "კრემლის მოხსენება" დაასახელა.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გასაჯაროვდა "კრემლის მოხსენების" ორი ნაწილი, თუმცა, დოკუმენტს საიდუმლო ნაწილი აქვს, რომლის საფუძველზეც უწყება ახალ სანქციებს შეიმუშავებს.
,,მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ მოვამზადეთ ორი მოხსენება: საიდუმლო და არასაიდუმლო. როგორც არართხელ განვაცხადე, ჩვენ ვამზადებთ ახალ სანქციოებს, რომლებსაც ამ მოხსენებს დავურთავთ“, - განაცხადა მნუჩინმა.
მისი თქმით, ამ პროცესში შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან აქტიურად თანამშრომლობს.
ნინო ექვთიმიშვილი
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


