მსოფლიო
აშშ მზადაა ჩრდილოეთ კორეასთან სალაპარაკოდ - მაიკ პენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თქმით, ჩრდილოეთ კორეის მზაობის შემთხვევაში ვაშინგტონი ფხენიანს დაელაპარაკება.
„მაქსიმალური ზეწოლის მოხდენის კამპანია გაგრძელდება და უფრო ინტენსიური იქნება. თუმცა, თუ სურთ ლაპარაკი, დაველაპარაკებით“, -თქვა პენსმა.
კითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ფხენიანმა სანქციების მოსახსნელად, პესნმა განაცხადა, რომ „არ ვიცი, ამიტომაა საჭირო მოლაპარაკებები“. მან აღნიშნა, რომ ზეწოლა არ შემცირდება, სანამ ჩრდილოეთ კორეა უარს არ იტყვის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე.
სამხრეთ კორეაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე პენსმა თავი შეიკავა ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის თავმჯდომარესთან შეხვედრისგან. ის არ მივიდა ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელთან ხელის ჩამოსართმევად.
ოთხშაბათს პენსმა განაცხადა, რომ აშშ აპირებს, აამოქმედოს ყველაზე მკაცრი და აგრესიული სანქციები ფხენიანის წინააღმდეგ, რომელსაც შემოიღებენ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


