მსოფლიო
აშშ მხარს უჭერს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება - ჰიზერ ნაუერტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჰიზერ ნაუერტი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, უეს მიტჩელის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
ნაუერტმა განაცხადა, რომ 29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით მიტჩელი ქართველ მაღალჩინოსნებს შეხვდა და ესაუბრა მათ მყარ ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებზე.
ნაუერტის თქმით, მიტჩელმა შეხვედრებზე კვლავ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გარდა ამისა, აშშ მხარს უჭერს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება.
აშშ-ის სახელწმიფო დეპრატამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიტჩელმა მოინახულა ოკუპირებულ რეგიონებთან არსებული ადმინისტრაციული საზღვარი, სადაც „2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით, ამჟამად რუსული შეიარაღებული ძალების იმყოფებიან“.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


