მსოფლიო
აშშ-მ რუსეთს მოუწოდა, არ გამოიყენოს გაზი პოლიტიკურ იარაღად უკრაინის წინააღმდეგ
აშშ-ის სახელმწიფო წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა მოუწოდა რუსულ კომპანია „გაზპრომს“, განაახლოს გაზის მიწოდება უკრაინაში. ამის შესახებ ნაუერტმა ტვიტერზე დაწერა.
„გაზის მიწოდება და ტრანზიტი არასდროს არ უნდა იყოს პოლიტიკური იარაღი. ჩვენ ველოდებით, რომ „გაზპრომი“ მიაწოდებს გაზს უკრაინის სატრანზიტო მილსადენებში სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესაბამისად“, -დაწერა ნაუერტმა.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ გაზის სანდო მიმწოდებელია.
28 თებერვალს სტოკჰოლმის არბიტრაჟმა დააკმაყოფილა უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზის“ სარჩელი „გაზპრომის“ წინააღმდეგ. „ნაფტოგაზი“ კომპენსაციის სახით მიიღებს 4.63 მილიარდ დოლარს გაზის შეთანხმებული მოცულობის არასაკმარისი მიწოდებისთვის. ასევე „გაზპრომი“ ვალდებულია, გადაუხადოს 2.56 მილიარდი დოლარი „ნაფტოგაზს“. 1 მარტიდან დავალიანების შემთხვევაში რუსულ კომპანიას დაერიცხება პროცენტები 526 000 დოლარის ოდენობით.
სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამო „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ის „ნაფტოგაზთან“ გაფორმებულ კონტრაქტებს გაწყვეტს.
1 მარტს „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ „ნაფტოგაზმა“ წინასწარგადახდა განახორციელა მარტიდან გაზის მიწოდების გასაახლებლად. ამავდროულად „გაზპრომმა“ თანხა დაუბრუნა და განმარტა, რომ ეს დაკავშირებულია დამატებითი შეთანხმების არარსებობით. „ნაფტოგაზში“ რუსული კომპანიის მიერ გაზის მიწოდებაზე უარის თქმა შეთანხმების დარღვევად და არბიტრაჟის გადაწყვეტილების უგულებელყოფად შერაცხეს.
უკვე 2 მარტს „ნაფტოგაზმა“ მოუწოდა უკრაინელებს, 1-2 გრადუსით დაწიონ ტემპერატურა შენობებში გაზის მოხმარების ეკონომიისთვის.
ანა მებურიშვილი
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


