მსოფლიო
აშშ-მ ირანში 6 პირსა და 3 კომპანიას სანქციები დაუწესა
აშშ-მ ირანში ექვს პირსა და სამ კომპანიას ქვეყნის ელიტარულ სამხედრო ძალებთან (მათ შორის, ირანის რევოლუციონერ გუშაგთა კორპუსთან) კავშირის გამო სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივნის, სტივენ მნუჩინის თქმით, სანქციები გამიზნულია იმათზე, ვინც ურიცხავდა მილიონობით დოლარს მსგავს ჯგუფებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის ცენტრალური ბანკი ირანის რევოლუციონერ გუშაგთა კორპუსის დაფინანსებაში დაადანაშაულა.
სახაზინო დეპარტამენტის თქმით, ექვსივე პირი ირანელია.
8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადის ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმებიდან.
2015 წლის ბირთვული შეთანხმება შედგა ირანს, აშშ-ს, ჩინეთს, რუსეთს, გერმანიას, საფრანგეთისა და დიდ ბრიტანეთს შორის. ეს დოკუმენტი გულისხმობს თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნაზე უარის თქმას, ამის სანაცვლოდ კი ირანს მოუხსნეს ეკონომიკური სანქციები, მათ შორის ნავთობის საერთაშორისო გაყიდვაზე.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


