მსოფლიო
აშშ, კანადა და მექსიკა - 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლები ცნობილია
2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვში ფიფას რიგით 68-ე კონგრესზე მიიღეს.
მუნდიალის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად მაროკოც იბრძოდა, თუმცა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ფიფას 65-მა წევრმა, მაშინ როცა ჩრდილოამერიკულმა სამეულმა 134 ხმა მიიღო.
2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მასშტაბური იქნება ღონისძიების ისტორიაში. მასში მიიღებს მონაწილეობას 48 გუნდი, სულ ჩატარდება 80 შეხვედრა 34 დღის განმავლობაში.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის გამოცდილება აქვს როგორც მექსიკას (1970 და 1986 წლებში), ასევე აშშ-ს (1994 წელს).
ცნობისთვის, ხვალ რუსეთში დაიწყება 2018 წლის ფეხბურთის მხოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 15 ივლისამდე გაგრძელდება. 2022 წელს მასშტაბურ საფეხბურთო ღონისძიებას ყატარი უმასპინძლებს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


