უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 ოქტომბერი, 2017 17:55
font-size

აშშ იუნესკოდან გადის

აშშ „იუნესკოდან“ გადის, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს. ვაშინგტონის განმარტებით, ამის მიზეზად დაასახელეს ორგანიზაციის „ანტიისრაელური მიმართულება“.

წასვლის კოდევ ერთი საბაბია საწევრო გადასახადებზე დავალიანების ზრდა. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, ორგანიზაციაში ფუნდამენტური რეფორმები უნდა გატარდეს.

აღსანიშნავია, რომ აშშ ორგანიზაციასთან დამკვირვებელთა სტატუსს შეინარჩუნებს, რათა გაიზიაროს თავისი გამოცდილება პრესის თავისუფლებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.

აშშ-მ ერთხელ უკვე დატოვა იუნესკო 1984 წელს. მაშინდელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ორგანიზაცია საბჭოთა კავშირისადმი სიმპათიაში დაადანაშაულა. აშშ მას დაუბრუნდა 2002 წელს ჯორჯ ბუშ-უმცროსის მმართველობის დროს.

ვაშინგტონმა შეაჩერა იუნესკოს დაფინანსება 2011 წელს, როცა მასში პალესტინა გაწევრიანდა.

ორგანიზაცია 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა პარიზში მდებარეობს. 2011 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით, "იუნესკო" აერთიანებს 195 ქვეყანას. მას ასევე 50 წარმომადგენლობითი ოფისი, რამდენიმე ინსტიტუტი და ცენტრი აქვს მსოფლიოში.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი