მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი თანამდებობას თებერვლის ბოლოს დატოვებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი თანამდებობას ტოვებს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა, მატისი თებერვლის ბოლოს გადადგება.
„გენერალი ჯიმ მატისი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩემს ადმინისტრაციაში თავდაცვის მდივნის პოსტს იკავებდა, თანამდებობას თებერვლის ბოლოს დატოვებს. ჯიმის მმართველობის დროს მიღწეული იქნა უზარმაზარი პროგრესი, განსაკუთრებით ახალი შეიარაღების შეძენის კუთხით. გენერალმა მატისმა დიდი დახმარება გამიწია, რათა მოკავშირეებსა და სხვა ქვეყნებს თვდაცვითი ვალდებულებების საკუთარი წილი გაეღოთ“,- დაწერა ტრამპმა
ტრამპს მატისის შემცვლელი არ დაუსახელებია, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ თანამდებობაზე სხვა მალევე დაინიშნება.
აღსანიშნავია, რომ მატისის გადადგომა ტრამპის გადაწყვეტილებას მოჰყვა სირიიდან ამერიკული შეირაღებული ძალების გაყვანის შესახებ.
ჯეიმს მატისი თავდაცვის მდივნის პოსტს 2017 წლის იანვრიდან იკავებს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


