მსოფლიო
აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც გმობს რუსეთის აგრესიას ქერჩის სრუტეში
აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გმობს ქერჩის სრუტეში რუსეთის „პროვოკაციულ ქმედებებს“ უკრაინის წინააღმდეგ.
რეზოლუცია გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს რუსეთს, გაათავისუფლოს დატყვევებული უკრაინელი მესაზღვრეები. სენატი ასევე აფრთხილებს რუსეთს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულთან მომხდარი დაპირისპირება რეგიონში დესტაბილიზაციასა და დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას იწვევს.
რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორის, სენატორ რონ ჯონსონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დასავლეთს ცდის“, ხოლო სენატმა ერთხმად ისევ გამოუხატა მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინის მთავრობასა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
„დღეს სენატმა ზომები მიიღო და მკაფიო მესიჯი გაუგზავნა, რომ აზოვის ზღვაში პუტინისა და მისი მთავრობის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ არ შევეგუებით. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას, რომელიც მიმართულია, რომ ცალმხრივად გადაწეროს საერთაშორისო ნორმები“, - განაცხადა სენატორმა ქრის მიორფმა.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ გამოვლენილი აგრესიის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
25 ნოემბერს რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. რუსმა მესაზღვრეებმა 24 უკრაინელი სამხედრო დააკავეს. უკრაინამ რუსეთის მოქმედებები აგრესიად შეაფასა. ქვეყნის 10 ოლქში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


