მსოფლიო
აშშ-ის სენატმა ბოლო დროის ყველაზე მასშტაბურ საგადასახადო რეფორმას დაუჭირა მხარი
აშშ-ის სენატორებმა 51 ხმით 49-ის წინააღმდეგ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ საგადასახადო რეფორმას დაუჭირეს მხარი.
დოკუმენტის მიხედვით, ამერიკული კორპორაციებისთვის საშემოსავლო გადასახადი 35-დან 20 %-მდე მცირდება, რასაც დემოკრატების აღშფოთება გამოიწვია. მათი თქმით, ეს კანონპროექტი მხოლოდ დიდი ბიზნესის სასარგებლოდ იმუშავებს. სენატორმა ჩაკ შუმერმა კენჭისყრის შემდეგ უთხრა თავის ოპონენტებს, რომ რესპუბლიკელები „მოიმკიან“ ამ კანონპროექტის შედეგებს 2019 წლის შუალედურ არჩევნებზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიულოცა რესპუბლიკელებს, რომ „ერთი ნაბიჯით მიუახლოვეს აშშ იმისკენ, რომ მშრომელი ოჯახების გადასახადები საგრძნობლად შემცირდეს“.
კანონპროექტის საკუთარი ვარიანტი უკვე დამტკიცებული აქვს წარმომადგენელთა პალატას, რის გამოც ახლა კონგრესში კონსულტაციები უნდა დაიწყოს.
ორივე პალატამ დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად დოკუმენტის საერთო ვერსია უნდა გადაუგზავნოს.
აღნიშნული რეფორმის განხორციელება ტრამპის პირველი მასშტაბური „გამარჯვება“ იქნება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


