მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელი მოგზაურებისთვის ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო ქვეყნების უსაფრთხოებას 4 კატეგორიად ჰყოფს ( რანჟირებაში 1 ნიშნავს ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას, ხოლო 4- ყველაზე სახიფათოს). საქართველო პირველ კატეგორიაში მოხვდა.
პირველ კატეგორიაში ის ქვეყნები შეიყვანეს, რომლებშიც დაცულია უსაფრთხოების ზომები. საქართველოს გარდა პირველ კატეგორიაში მოხვდნენ კანადა, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, პოლონეთი, რუმინეთი, პორტუგალია, სომხეთი, ბელორუსი, იაპონია, ყაზახეთი და ა.შ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მეორე კატეგორიის ქვეყნებში ამერიკელ მოგზაურებს მეტი სიფრთხილე მართებთ. ამ ქვეყნებს შორის მოხვდნენ ბელგია, გერმანია, აზერბაიჯანი, ბრაზილია, ჩინეთი, დანია, საფრანგეთი, ინდოეთი, იტალია, უკრაინა და ა.შ.
მესამე კატეგორიაში ის ქვეყნები მოხვდნენ, სადაც უსაფრთხოების კუთხით სერიოზული საფრთხეები არსებობს და ამერიკელები, შესაძლოა, სხვადასხვა შევიწროების მსხვერპლი გახნდნენ. ამ ჯგუფშია რუსეთი, კუბა, სუდანი, თურქეთი, ვენესუელა და ა.შ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ ტურისტებს მეოთხე კატეგორიის ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს, რადგან მათი სიცოცხლე, შესაძლოა, სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. მათ შორისაა ჩრდილოეტ კორეა, სირია, ირანი, ერაყი, ავღანეთი და ა.შ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


