უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

8 მაისი, 2025 13:10
font-size

აშშ-ის საელჩოს განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ ისტერიული და დეზინფორმაციული კამპანიისთვის, რაც არაერთხელ გვინახავს - შალვა პაპუაშვილი

აშშ-ის საელჩომ ძალიან კარგად იცის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნირი, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ისტერია დათესონ, კვლავ შფოთი შეიტანონ საზოგადოებაში,-ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებული განცხადება „თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის“ შესახებ.

პაპუაშვილის განმარტებით, „აშშ-ის საელჩოს განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ ისტერიული და დეზინფორმაციული კამპანიისთვის, რაც არაერთხელ გვინახავს“.

„ამერიკულ მართლმსაჯულებაში არსებობს ასეთი პრინციპი- არ შეიძლება ხალხით სავსე თეატრში იყვირო ხანძარიაო. სამწუხაროა, რომ ამ განცხადების საჯაროდ გაკეთება უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე მოხდა. ასეთ დროს, ნებისმიერი დიპლომატიური სამსახური უნდა იყოს ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში უსაფრთხოების შესაბამის სტრუქტურებთან და ეს კონტაქტები არსებობს. ძალიან დასანანი და გასაკვირია, რომ არაკოორდინირებულად მოხდა ამ განცხადების გავრცელება. შევხედეთ საერთო ჯამში, რას იწვევს ასეთი განცხადებები, მით უმეტეს, რომ აშშ-ის საელჩომ ძალიან კარგად იცის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნირი, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ისტერია დათესონ, კვლავ შფოთი შეიტანონ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩოს ეს განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ ისტერიული და დეზინფორმაციული კამპანიისთვის, რომელიც არაერთხელ გვინახავს. გუშინ ვნახეთ მთელი პროპაგანდისტული მედია, ოპოზიცია როგორ ცდილობდა საზოგადოება დაეზაფრა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სუს-ის განცხადებითაც დადასტურდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სარწმუნო არ იყო.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ ეს იყო ცრუ შეტყობინება, ზუსტად ამაზე მეტყველებს. არ იყო წინასწარი კომუნიკაცია, კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, მათ შორის კონსულტაცია. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ასე აღარ მოხდება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. დასახელდა სავაჭრო ცენტრები - “ისთ ფოინთი", "გალერია თბილისი" და "თბილისი მოლი". აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. უწყების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის "შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე". სუს-მა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს მოუწოდა, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.

წყარო

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი