მსოფლიო
აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერება , შესაძლოა, რამდენიმე წელიც გაგრძელდეს -დონალდ ტრამპი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან, შესაძლოა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს , რათა ააშენოს კედელი აშშ-მექსიკის საზღვარზე კონგრესის თანხმობის გარეშე. ამის შესახებ ცნობილი გახდა თეთრ სახლში ტრამპისა და დემოკრატი კონგრესმენების შეხვედრის შემდეგ.
ტრამპის განცხადებით, კედლის აშენება საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტი და დემოკრატი კონგრესმენები - წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და სენატში დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი ისევ ვერ შეთანხმდნენ კედლის დაფინანსებაზე.
ტრამპი ამის გამო დაემუქრა, რომ აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერება ( ე.წ. „შათდაუნი“) შესაძლოა, რამდენიმე წელიც გაგრძელდეს.
ცნობისთვის, 22 დეკემბრიდან აშშ-ის სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული 800 000-მდე თანამშრომელი ხელფასს ვერ იღებს საბიუჯეტო სახსრების არარსებობის გამო, რამაც ნაწილობრივ შეაჩარება აშშ-ის მთავრობის მუშაობა.
ამერიკელ კანონმდებლებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ 2019 წლის ბიუჯეტი, ვინაიდან მათ კომპრომისული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


