მსოფლიო
აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა - ამის მიზეზი მექსიკის საზღვართან კედლის აშენების დაფინანსების საკითხი აღმოჩნდა
აშშ-ის მთავრობამ დაფინანსების არარსებობის გამო მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. ეს გამოიწვია იმან, რომ კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ ვერ შეთანხმდნენ მექსიკის საზღვართან კედლის აშენების დაფინანსების საკითხზე, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს. „დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ დაბლოკავდნენ ნებისმიერ რეზოლუციას, რომელიც კედლის დაფინანსებას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ამერიკელმა კანონმდებლებმა ჯერ კიდევ ვერ მიიღეს 2019 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტი გუშინ უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა კონგრესის ორივე პალატამ ისე დაასრულა თავისი სხდომები, რომ კომპრომისული რეზოლუცია ვერ მიიღეს.
დაფინანსების არარსებობის გამო ფედერალური სამთავრობო უწყებების მეოთხედი, კერძოდ, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხაზინის დეპარტამენტი, ვაჭრობის დეპარტამენტი და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, დაფინანსების გარეშე რჩებიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა თავის მხრივ იმედი გამოთქვა, რომ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერება დიდ ხანს არ გაგრძელდება და „დემოკრატებს“ მოუწოდა მხარი დაუჭირონ კედლის მშენებლობის დაფინანსებას.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


