უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

26 ივლისი, 2017 13:40
font-size

აშშ-ის კონგრესის წარმოამდგენელთა პალატამ რუსეთს სანქციები გაუმკაცრა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას სანქციები გაუმკაცრა და ფაქტობრივად აუკრძალა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ სანქციების გაუქმება პარლამენტის თანხმობის გარეშე.

„ეს სამი რეჟიმი ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებს უქმნის საფრთხეს და მათივე მეზობლების დესტაბილიზაციას ახდენს“, -განაცხადა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ედ როისმა.

დოკუმენტს პალატამ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი - პალატის 419-მა წევრი 3-ის წინააღმდეგ.

კანონპროექტის თითქმის ნახევარი - 184 გვერდი ეძღვნება რუსეთს, კერძოდ, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების კიბერუსაფრთხოებაზე თავდასხმას, ასევე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობას, ბაშარ ასადის დიქტატურის მხარდაჭერას სირიაში და ა.შ.

დოკუმენტის შემუშავების მიზეზი გახდა დონალდ ტრამპის ბუნდოვანი განცხადებები რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ, ასევე რუსეთის მიმართ გამოთქმული ბრალდებები დემოკრატიული პარტიის კომპიუტერების „გატეხვისა“ და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო გავლენის მოხდენის გამო, რასაც მოსკოვი არ აღიარებს.

სანამ კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება, პალატისა და სენატის სანქციები უნდა შეჯერდეს.

პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში კონგრესი, სავარაუდოდ, მას დაძლევს.

ანა მებურიშვილი

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი