მსოფლიო
აშშ-ის, ისრაელისა და საუდის არაბეთის კურსი ირანის მოვლენებისადმი, შესაძლოა, ომამდე მიგვიყვანოს - ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების კომენტირებისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია თეირანთან დიალოგის წარმართვა.
მან გააკრიტიკა აშშ-ის, ისრაელისა და საუდის არაბეთის მიდგომა ამ საკითხისადმი და განაცხადა, რომ კომენტარების ასეთი ტონი „ომისკენ გზას“ გაკაფავს.
„ოფიციალური კურსი, რომელსაც მისდევენ აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი, რომლებიც ბევრ საკითხში ჩვენი მოკავშირეები არიან, შესაძლოა, ომამდე მიგვიყვანოს“, -თქვა მაკრონმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
მაკრონმა გაიხსენა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ-უმცროსის კომენტარი, რომელმაც ირანი, ერაყი და ჩრდილოეთ კორეა ტერმინში „ბოროტების ღერძი“ გააერთიანა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩუმად ვასრულებთ „ბოროტების ღერძის “ აღდგენას“, -თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ის მაშინ ჩავა ირანში, როცა ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდება და სიმშვიდე დაისადგურებს.
ტრამპმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე მხარი დაუჭირა ირანელ დემონსტრანტებს.
საპროტესტო აქციები ისლამურ რესპუბლიკაში ხუთშაბათს მცირე აქციით დაიწყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ფასების ზრდას აპროტესტებდა. შემდგომ ის მთელ ქვეყანას მოედო. შეკრებილები უკმაყოფილონი არიან ინფლაციით, სასულიერო ხელისუფლებით, ასევე საგარეო პოლიტიკით. თეირანში პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. როიტერის ინფორმაციით, ქალაქ კეჰდერიჯანში დემონსტრანტებმა პოლიციის განყოფილება გადაწვეს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროტესტი მოედო ბირჯენდს, კერმანშახსა და შადეგანს.
ეს ყველაზე მასშტაბური აქციაა ბოლო 8 წლის განმავლობაში. 2009 წელს ირანელებმა საპრეზიდენტო არჩევნებში მაჰმუდ აჰმადინეჯადის გამარჯვება გააპროტესტეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


