მსოფლიო
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დააპატიმრა
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ადვოკატებმა განაცხადეს, მანაფორტი ცდილობდა მოწმეების საქმეებში ჩარევასა და მათზე ზეწოლის მოხდენას.
გარდა ამისა, მოსამართლემ გირაოსთან დაკავშირებული პირობები გააუქმა.
ცნობისთვის, მანაფორტს ემუქრება 305 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ფულის გათეთრებისა და არარეგისტრირებული უცხოელი აგენტის სტატუსით საქმიანობისთვის. მანაფორტი ასევე იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მრჩეველი და ბრალდების მხარის მტკიცებით, ის მოქმედებდა რეგიონების პარტიის ინტერესებში. დოკუმენტების თანახმად, მან რეგიონების პარტიისგან 12 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო 2007-2009 წლებში.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


