მსოფლიო
აშშ ღრმად შეშფოთებულია არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით. ამის შესახებ უწყების პრესსპიკერმა ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა.
„აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში 22 თებერვლის დაკავების დროს. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. აშშ ასევე ღრმად შეშფოთებულია საქართველოს სხვა მოქალაქეების, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავებით და მოვუწოდებთ, რომ მათ შეძლონ თავისუფლად დაბრუნება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გავლით. აშშ მოუწოდებს, რომ სრულად იყოს შესწავლილი ტრაგიკული შემთხვევის ყველა გამომწვევი მიზეზი და აგრძელებს ყველა მხარის გამხნევებას, რათა ისინი შეთანხმდნენ დამატებით ზომებზე ორმხრივი ნდობისა და გამჭვირვალობის გასაძლიერებლად კონფლიქტის ზონაში“, - განაცხადა ნოიერტმა.
ოკუპირებულმა ძალებმა არჩილ ტატუნაშვილი იოსებ პავლიაშვილთან და ლევან ქუტაშვილთან ერთად ახალგორსი დააკავეს 22 თებერვალს. მომდევნო დღეს ოსურმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


